მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში მრევლს ხშირად მიმართავს და მათ კონკრეტულ რჩევებს უზიარებს.
სასულიერო პირი საზოგადოებას შინაგანი სისუფთავით ცხოვრებისკენ და სხვისი ცხოვრებით ნაკლებად დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ნუ ერევი სხვის ცხოვრებაში უხეშად. არ არის შენი საქმე, ვინ ვისთან არის, ვის ვინ შეუყვარდება. ვის რამდენი შვილი ჰყავს…
არ აქვს ძალა, შენ მიერ გაკეთებულ ვითომ სიკეთეს და მხარში დგომას, თუ ვიღაცის გშურს, თუ შენ სურვილზე ატრიალებ ყველას…
ეკლესიის ეზოში ლოდებიც დგას, მაგრამ მათ არ ესმით სახარების სიტყვები და შენც ზუსტად ისე ხარ.
სულ რომ მონასტერში ჩასახლდე, საკუთარ მანკიერებებს თუ არ ებრძვი, ღმერთს ვერ იგრძნობ… შური, ბოღმა, ეგოიზმი და ეკლესიურობა, ვერ თანხმდებიან…
მთელი ცხოვრება ხელმოცარული იქნები, სხვების ცხოვრების დალაგებას თუ თავს არ დაანებებ…
არადა, რა ბედნიერებაა, შინაგანი სისუფთავით ცხოვრება…
შურის გარეშე იგრძნობ, რა არის ნამდვილი თავისუფლება!..“, - წერს სასულიერო პირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა
🎥 „ვიცი არაფერი მეშველება“ - პაატა თედიაშვილის ახალი სიმღერა და ცეცხლოვანი ცეკვა