Digest Logo

„ეკლესიის სიყვარულის გარეშე ქრისტეს სიყვარული არ არსებობს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1784321194
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ეკლესიას გაუფრთხილდით.
ის ჩვენი დედაა,
ის ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომლის ორგანული ნაწილი ჩვენ ვართ,
ის დაჭრილია,
ის ხშირად დავრდომილია,
ის ათასი პრობლემებით დახუნძლულია,
მაგრამ ის არის ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, რომელშიც ქრისტე მოიძებნება,
იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის ქრისტეს სხეული.
გაუფრთხილდით ეკლესიას,
ნუ მისცემთ საჯიჯგნად ეკლესიას მათ, ვისაც სძულს ქრისტე,
ქამი თავის მშობლის სიშიშვლეს აჩენს...
ეკლესიის სიყვარულის გარეშე ქრისტეს სიყვარული არ არსებობს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შემიფასეთ პატიოსნება, ფარისეველნო“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 „იქ ვინც შევა, ალბათ თავი არ უყვარს... ცხრაჯერ აღემატება მზის პიკურ ულტრაიისფერ სხივებს“ - ზაზა თელია სოლარიუმზე

⭕ „ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი სახე და სიმბოლოა“ - ფერნანდო მორიენტესი