Digest Logo

„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე

1771514072
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„და აღდგა ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა და პოვა იგინი მძინარენი მწუხარებისაგან ლუკ(22:45)
ხედავენ, რომ უფალს უჭირს,
ამ მწუხარებამ დათრგუნა,
ენერგია წაართვა...
ეს ყოველთვის ასეა — როცა ჩვენთან რაღაც საშინელი მწუხარება მოდის, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით, ენერგიას გვაცლის,
ეს ისე აცლის ენერგიას, რომ ძილად მიეგდნენ,
და უფალი შეღავათს არ აძლევს: „ჰო, რა მოხდა, მწუხარებაში მიგეძინათ, ენერგია დაკარგეთ...“,
ნახეთ რას ეუბნება — „რასა გძინავთ, აღსდექით, ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა“,
მოუწოდებს ბრძოლისკენ და ომისკენ,
აი ეს,
ეს მეომრული, თავის თავზე იძულების ფაქტი.
ძალიან ხშირად ეზარებათ ხოლმე მორწმუნეებს,
ადამიანები დალასლასებენ სულიერ ცხოვრებაში...
იმიტომ, რომ საკუთარ თავზე იძულება არაფრით არ შეუძლიათ, არაფრით,
და ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ჩვენი პირუტყვობისა და ჩვენი ეგოიზმისა,
იმიტომ, რომ ეგოისტს და პირუტყვს უყვარს, როცა ეფოფინებიან, როცა სიამოვნებს ხორციელად და პატივმოყვარულად,
და სადაც საბრძოლველია — იქ უკვე აღარ მოსწონს,
იმიტომ, რომ კომფორტის ზონიდან გამოდის.
და ქრისტიანობა არ არის კომფორტული ცხოვრება,
ქრისტიანობა კომფორტის ზონიდან გამოსვლაა,
ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მონაზვნობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა,
და ეს კომფორტი არ არის ერისკაცული გაგებით მყუდროება და სიმშვიდე,
არა,
ეს არის ომი და ბრძოლა,
ქრისტიანული გაგებით მყუდროება, სულ სხვა რამეა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ექნება საბედისწერო გავლენა თქვენ მომავალზე...“ - მარიამ შუკაკიძე დაბნელებების დერეფანსა და ცხენის წელზე

🎥 „ოჯახში ყველა წევრი კვდება, ან ვერ გამოდის ვალებიდან...“ - მარიამ ციმინტია „ფეიკ-ეზოთერიკოსებსა“ და მათ ნასწავლ რიტუალებზე

🎥 „დაბრუნდებიან ყოფილები, შესაძლებელია მოულოდნელი დაშორება ან კონფლიქტი“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებს თაკო მელიქიშვილი