Digest Logo

🎥 „ელარჯის ამოწელვას რატომ ეხუმრებოდით?...“ - თამუნა მუსერიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

1726218318
თამუნა მუსერიზე

8-წლიანი ძიების შემდეგ ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა და მას სამეგრელოში ესტუმრა.

როგორც ირკვევა, ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.

თამუნა შეხვდა ბიოლოგიურ დასაც, რომელიც ასევე სამეგრელოში ცხოვრობს. შეხვედრის კადრები მან ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამჯერად იგი აქვეყნებს სახალისო ვიდეოს, სადაც მეგრულ ტრადიციულ კერძს ელარჯს ამზადებს.