Digest Logo

ემოციური გადაღლის 5 ნიშანი ფსიქოლოგ გიორგი რაზმაძისგან

1793450359
ემოციური გადაღლა

💬 ემოციური გადაღლა ყოველთვის ხმაურით არ ვლინდება. ზოგჯერ უბრალოდ ნელ-ნელა კარგავ ინტერესს, მოთმინებასა და ენერგიას, სანამ საკუთარ მდგომარეობას სერიოზულად არ შეხედავ.

🔋 5 ნიშანი, რომ ემოციურად გადაიღალე:

• უმნიშვნელო რამეც კი გაღიზიანებს. მოთმინება აღარ გყოფნის, ადვილად კარგავ წონასწორობას და ზოგჯერ საკუთარ რეაქციებსაც ვერ ხსნი 😔

• გონება დასვენების საშუალებას არ გაძლევს. მუდმივად რაღაცაზე ფიქრობ, აანალიზებ, ნერვიულობ და მაშინაც კი ვერ ისვენებ, როცა არაფერს აკეთებ 💭

• ისიც კი აღარ გახარებს, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდა. თითქოს სასიამოვნო მოვლენებიც ვეღარ იწვევს შენში იმ ემოციას, რასაც ადრე გრძნობდი 🥀

• ადამიანებთან ურთიერთობა გღლის. საუბარი, ყურადღების გამოჩენა, სხვისი პრობლემების მოსმენა – ყველაფერი დამატებით ენერგიას გართმევს და მარტო ყოფნა გინდება 😶

• გარეგნულად ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას, შინაგანად კი ძალა აღარ გაქვს. პასუხისმგებლობებს ასრულებ, იღიმი, სხვებს ეხმარები, მაგრამ თავად გრძნობ, რომ ემოციურად დაცლილი ხარ.

ავტორი: გიორგი რაზმაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შაბათ-კვირის მთავარი ასტროლოგიური გზავნილი - „ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას“

🎥 „წყვილები ერთმანეთის ტრავმებს კურნავენ, ეს არ არის მარტივი პროცესი...“ - რას ამბობს ანა არველაძე

⭕მთვარე კირჩხიბშია - სამედიცინო რეკომენდაციები

✕