Digest Logo

ემოციური ნაგავსაყრელი: უხილავი ტვირთი, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს - რას წერს რამაზ გიგაური

1776709317
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მძიმე ფსიქოემოციურ ფონზე წერს, რომელიც ადამიანს ანადგურებს:

„ემოციური ნაგავსაყრელი: უხილავი ტვირთი, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს.

წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში დაგროვილ ნაგავს გარეთ არასოდეს ყრით. რამდენ ხანში გახდება იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელი?

ჩვენ ფანატიკურად ვიცავთ ფიზიკურ ჰიგიენას, მაგრამ სრულიად ვაიგნორირებთ ფსიქიკურს. წყენა, შიში, ბოღმა და სინანული — ეს უბრალოდ „ცუდი განწყობა“ არ არის. ეს არის მძიმე ემოციური შხამი, რომელიც წლობით ილექება ჩვენს ქვეცნობიერში და ჩვენივე ცხოვრებას წამლავს.

თუ გჯერათ პოპულარული მითის, რომ თითქოს „დრო ყველაფრის მკურნალია“, უბრალოდ, ცდებით. დრო მხოლოდ ალპობს იმას, რასაც გონებაში კეტავთ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულები“ - როგორ არიგებდა მამა გაბრიელი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს

🎥 მამა გაბრიელი – სალოსობის გზით სულიერი სიმაღლის მიღწევა

🎥 ყავების აფიორა, რომლითაც საწამლავს გასმევენ - რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი