
„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მშვენიერი თათა გიორგობიანი იუბილარია. იგი 30 წლის გახდა და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს.
„მეგონა ყველაზე დიდი ცვლილება გარდატეხის ასაკი იყო. თუმცა ვცდებოდი. 🤭
🤍 დრო გადის და წლიდან წლამდე, მეტ საოცრებას ვპოულობ სამყაროში 🤯🎆
🤍 ერთ-ერთი მთავარი, რაც აღმოვაჩინე 30-იანებში, ესაა უნარი, უდიდესი სიბინძურის მიღმა დავინახო ის სილამაზე, სიმშვიდე, ერთიანობა, რის გადასარჩენადაც ღირს სიცოცხლე, ბრძოლა და ადამიანების სიყვარული. 🕯🤍
🤍 მიზანი, რომელიც ჩემს ეგოზე დიდია და მის მიღმაც არსებობს. მიზანი რომელიც თანდაყოლილი და გარდაუვალია... 🐝
🤍 და ეს სიცოცხლე შეიძლება იყოს სახალისო, სავსე, შემოქმედებითი და სასიამოვნო თუ შენ აკეთებ შენთვის მისიურად სწორ საქმეს 🎯
🤍 რადგან ჩვენ, ყველა, საბოლოო ჯამში ერთნი ვართ 💧💧🌊
კოლექტიური არაცნობიერის ნამცეცები ვართ.
🤍 ჩვენ საბოლოოდ ერთ საქმეს ვემსახურებით - სიცოცხლეს, განვითარებას და და საერთო ბედნიერებას. 🧩
🤍 ყველა გატყუებთ, ვინც გეუბნებათ, რომ ადამიანი ტანჯვისთვისაა შექმნილი. ტანჯვა თანმდევია ხანდახან, მაგრამ არა აუცილებლობა და მითუმეტეს, არც მიზანი !
ადამიანი ბედნიერებისა და განვითარებისთვისაა შექმნილი 💃🕺💫
🤍 ყველა გატყუებთ, ვინც გეუბნებათ, რომ ის თქვენ პრობლემებს მოგიგვარებთ. საბოლოოდ, ყველა თქვენი პრობლემა მაინც თქვენი მოსაგვარებელი გახდება, თქვენი პასუხისმგებლობაა და ნებისმიერი სხვა გამოსავალი დროებითია და შემდეგ უფრო ძვირი ჯდება. 😭🤌
🤍 ის, რაც სასწავლია - მაინც გესწავლინებათ იოლად და ნებით თუ რთულად- ეს უკვე თქვენზეა 🤭
🤍 რადგან არსებობს ბალანსი და წონასწორობა, რომელიც ჩვენს ამჟამიერ ყოფიერებაზე დიდია და მას სულაც არ სურს ჩვენი ტანჯვა, მას საერთოდაც არაფერიც არ სურს. ის უბრალოდ მიზეზ-შედეგობრივია 🪃 🍃🌳
🤍 თუ ახლა ვერ ხვდები, რამ მოგიტანა "უსამართლო" ტანჯვა, რისი შედეგია ის და რას დაედება შემდეგ მიზეზად, უბრალოდ თვალები უკეთ უნდა გაახილო, უნდა ეძებო მიზეზ-შედეგობრიობა და ერთ დღესაც აუცილებლად იპოვი ! იპოვი ბევრ "აჰააააა"-ს ! 🔃
🤍 ამ სისტემის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ გულისა და გონების ერთობლივი თვალით და არა ცალკეულად; მხოლოდ რაციონალური ლოგიკით ან მხოლოდ ემოციებით. 📚 + 🧘♀️🕯
🤍 ენდე, უსმინე და აცადე შენს უმაღლეს „ზე-მე“-ს. ის უხილავი და ჯადოსნური კომპასია ბედნიერებისკენ“, - წერს თათა გიორგობიანი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე მესამედ ვაძლევ კახა კალაძეს ხმას, ბევრი საჭირო საქმე კეთდება“ - ნუცა ჯანელიძე