Digest Logo

ეროსი და თანატოსი: რატომ ვანგრევთ ძველ ცხოვრებას ახლის დასაწყებად - რას წერს რამაზ გიგაური

1790354963
რამაზ გიგაური

ეროსი და თანატოსი: რატომ ვანგრევთ ძველ ცხოვრებას ახლის დასაწყებად - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:

„ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ „სიკვდილის ინსტინქტის“ (თანატოსის) და „სიცოცხლის ინსტინქტის“ (ეროსის) მუდმივი ჭიდილი ზიგმუნდ ფროიდის აღმოჩენაა. ფროიდი ამ ორ ძალას შეურიგებელ მტრებად მოიაზრებდა. მისი ფსიქოანალიზის მიხედვით, ეროსი სიცოცხლის, სექსუალობისა და გადარჩენისკენ მიმართული ნათელი ენერგიაა, თანატოსი კი - ფსიქიკის სიკვდილისკენ მუდმივი სწრაფვა. აქ სიკვდილი არა საშინელი დასასრული, არამედ არარსებობის აბსოლუტური სიმშვიდეა. ფროიდის გაგებით, ადამიანი ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის მოქცეული ტრაგიკული მძევალია. მასში ერთმანეთს მუდმივად ებრძვის სიცოცხლის, შექმნის წყურვილი და პირველყოფილ სიცარიელეში დაბრუნების ბრმა, არაცნობიერი ინსტინქტი.

თანატოსის იდეა სინამდვილეში არა ფროიდს, არამედ ფსიქოანალიტიკოს საბინა შპილრეინს ეკუთვნის. მან ეს იდეა 1912 წელს დაწერილ ტრაქტატში - „დესტრუქცია, როგორც ჩამოყალიბების მიზეზი“ შემოიტანა. აღსანიშნავია, რომ შპილრეინის ამ და სხვა იდეებზე შემდგომში საკუთარი კვლევები დააფუძნეს როგორც ფროიდმა, ისე კარლ გუსტავ იუნგმა. უფრო მეტიც, იუნგსა და საბინას პირადი ურთიერთობებიც კი აკავშირებდათ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ჩაიფიქრონ ზოდიაქოს ნიშნებმა სურვილი 26 სექტემბერს? - რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

⭕ ავოკადოს სამკურნალო თვისებები - „დიდი ულუფა ზოგიერთ ადამიანს კუჭის დისკომფორტს ან სიმძიმეს აძლევს“

✕