Digest Logo

„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა“ - გიორგი კეკელიძე

1680812860
გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე  სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა. ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა - მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა.

„უდიდესი ამბავი გვაქვს - ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა. ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა - მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით დაიბეჭდა.

ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას.

შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან “ - რას წერს შალვა რამიშვილის შვილი

🔵„ვარ მოლოდინის რეჟიმში, ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“ - 12 წლის ანის დედის საგანგებო მიმართვა

🔵„სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას“ - გიორგი სუხიტაშვილის ემოციური პოსტი