სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში უკრაინელი ქალის ინტერვიუს აქვეყნებს და წერს, რომ მიმდინარე ომის დროს საგრძნობლად მომატებულია დეზინფორმაციის გავრცელება. გიორგობიანი აღნიშნავს, რომ ცოცხალი ადამიანი მკვდრად გაასაღეს და მსოფლიო მოატყუეს, რაც ამორალური საქციელია.
„ერთი კვირა ვტიროდი ამ გოგოს, დედაც და ბავშვიც დაიღუპაო, უკრაინელებმა და თურმე ორივე ცოცხალია, აგერ. თვითონ ეს გოგო ჰყვება თავის ამბავს... ამხელა საზარელი ტყუილი რამ მოაფიქრათ?!.
და კიდევ, ვიცი, რომ ორ ფეხმძიმეზეა ლაპარაკი, მე ეს გამომატირეს, ბლოგერი, შემეშვით!
რუსები რომ მოროდიორები და ჟივადიორები იყვნენ, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ არც მეორე მხარე აკლებს ტყუილებით სავსე პროპაგანდას და კიდევ, ვისაც 18 და 20 წლის, ომში მოტყუებით წამოყვანილი რუსი ჯარისკაცების წამება მოგწონთ, იმ ხალხს მინდა გკითხოთ, სად ევროპის კოზლაში ეტენებით, საერთაშორისო კონვენციები მაინც გადაიკითხეთ - ომის დროს როგორ უნდა მოიქცეს ცივილიზებული ადამიანი, ის ხალხი იმ კონვენციების დამწერიც და შემსრულებელიც არის !
და რაც არ ეპატიება რუსს, იგივეს ნურც უკრაინელს გაუტარებთ და ნუ დახუჭავთ თვალს სადისტობაზე ...
ომი ყოველთვის საშინელებაა, ყვავილებს არავინ ესვრის ერთმანეთს...
ჰო, კიდევ, საშინელებაა, როდესაც დასცინით ოსებს და ან აფხაზის მკვლელობაზე რომ ატეხთ ჟრიამულს, ასე ვერავის და ვერაფერს დავიბრუნებთ ჩვენ...
ის ხალხიც კითხულობს ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ახალგაზრდები... უხერხულია, სახალხოდ მაინც ნუ იზეიმებთ „მოწინააღმდეგის“ წამებას და მოკვლას...
ვიღაც თუ ბარბაროსია, ეს ვერ გაამართლებს ჩვენს ბარბაროსობას...
სხვაზე მაღლა დადგომა თუ აღარ შეგვიძლია, მაშინ ნუღარ ვიტრაბახებთ ვაჟათი და ვეფხისტყაოსანით, არ ვყოფილვართ ცნობილი პერსონაჟების პროტოტიპები, ჯიში და გენი დაგვიკარგავს თუ გაგვბნევია...“, - წერს მანჩო გიორგობიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵აპრილის თვის სილამაზის კალენდარი
🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა
🔵სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს ეს მოვლენა?