ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ხვალიდან 2 მაისის ჩათვლით, პირად ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს. წყვილებს შორის კეთილგანწყობა და საერთო ენის გამონახვა უფრო მეტად გამარტივდება, თუმცა მოსალოდნელია ტყუილები, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვათ.
„სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა, 5 აპრილს მერწყულის ნიშანს ტოვებს და 2 მაისამდე თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს პერიოდი საუკეთესო დროა პარტნიორული და პირადი ურთიერთობებისთვის. თევზებში ვენერა თავს ძალიან კარგად გრძნობს, მოიმატებს სენტიმენტალურობა, რომანტიკულობა და გრძნობები კიდევ უფრო გამძაფრდება, თუმცა აქვს უარყოფითი ასპექტებიც - ესენია ტყუილებისა და ილუზიების მომატება. შესაძლოა, პარტნიორზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეგექმნათ და მოტყუებულები დარჩეთ, ამიტომ იყავით ფხიზლად“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა