ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სვანეთიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს:
„მესტიაში მთელი ღამე თითქოს ცა ჩამოიქცა…
ისე ძლიერად წვიმდა, ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. ვიცოდი, რომ დილით მთებზე საოცარი ნისლი იქნებოდა შეფენილი და ეს მოლოდინი მოსვენებას არ მაძლევდა.
დილის 7 საათზე ფოტოკამერით გავეშურე…
მართლაც ისეთი სურათი დამხვდა, როგორსაც მთელი ღამე ველოდი — წვიმის შემდეგ ნისლში ჩაძირული სვანეთის მთები.
„წვიმის შემდეგ ასეთი ნისლიანი სვანეთი გირჩევნიათ თუ მზიან ამინდში გადაღებული მესტია?“, -წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი აგვისტოში დაწინაურდება
⭕ „გადავამოწმოთ ჩვენი თავი პერიოდულად, როგორ ვუყურებთ მოყვასს...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე