ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ ერთმანეთს რომ მივმართოთ ასე – „თქვენ ხართ ჩემს გულში, რომ ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ”,
თბილი სიტყვებია,
უთბილესი სიტყვებია...
და თუ ამაში არ რეალიზდება ჩვენი ქრისტიანობა – ჩვენი ქრისტიანობის ფასი არის ნულოვანი,
თუ ჩვენ არ გვიხარია ერთად სიცოცხლეც და ერთად სიკვდილიც ქრისტესათვის – ჩვენი ფასი ნულია, როგორც ქრისტიანების;
ამიტომ სულ ვამბობთ ხოლმე:
გადავამოწმოთ ჩვენი თავი პერიოდულად, როგორ ვუყურებთ მოყვასს,
რა გულისსიტყვას ბადებს მოყვასი ჩემში,
რომ დავინახავ გამიხარდება თუ არა,
ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ამით ფასდება ჩვენი ქრისტიანობა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქეები ცნობილია