სალომე ბაკურაძე პოპულარული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანია. იგი გამოირჩევა თავისი ვოკალური მონაცემებითა და პოზიტიური, ენერგიული იმიჯით.
მან სოციალურ ქსელში შვილის, სანტი ბასლანძის ფოტოები გაავრცელა და შარშან ამ დღის ემოციური ისტორია გაიხსენა:
„ერთი წლის წინ ამ დღეს, ბათუმიდან ჩამოგვისწრო დილით, აბა, რა გეგონათ, უჩემოდ წახვიდოდით პირველ დღეს სკოლაშიო?
გვიყვარხარ, დე“, - წერს სალომე ბაკურაძე.
სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე (წყვილმა 2014 წელს იქორწინა).
მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი სანტი.
2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მომღერლის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა.


ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ღიმილით დაწყებული წელი: როგორ განსაზღვრავს პირველი დღე მოსწავლის მთელი სასწავლო წლის თავგადასავალს