მსახიობ ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს თუ როგორ აჩუქეს მის შვილს კაბა გარდაცვლილი მამის სახელით.
„ჩემი ბალერინა. დღეს ბაღში ფოტო სესია ჰქონდა, ეს ლამაზი კაბა ონლაინ გამოვუწერე, როდესაც კაბის ასაღებად მივედი ერთმა კეთილმა და არაჩვეულებრივმა გოგომ მითხრა რომ „ეს კაბა მარიტას საჩუქრად წაუღეთ და უთხარით რომ მამამ გამოგიგზავნაო” ამ სიტყვების შემდეგ ისე დავიბენი იმდენად დიდი ემოცია გამოიწვია რომ ტირილი დავიწყე და ამ კეთილ ადამიანს წესივრად მადლობაც კი ვერ გადავუხადე.
ახლა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს, რა კარგია რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები. ️ნინი ნინი მადლობა ჩემი გოგოს დღის გალამაზებისთვის“ - წერს ნინო ბერიძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: