ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ღმერთსა და ურთიერთობებზე საუბრობს:
„ღმერთი იქ არ არის მხოლოდ, სადაც მას ეძებენ - ის იქ არის, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის სინათლედ იქცევიან.
ღმერთი არ არის შორს, მიუწვდომლად. ის არის პურში, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, სიტყვაში, რომელსაც ვაპატიებთ, დუმილში, როცა ვინმეს გვერდით ვდგავართ. იქ, სადაც სიყვარული მოქმედებად იქცევა, იქ არის ღმერთი.
ვინც ღმერთს გულში ატარებს, ის არასდროს ივლის მარტო.
ვინც საკუთარ გულში მშვიდობას იპოვის, სხვასაც ასწავლის მას.
სიყვარული ჭრილობას არ უშინდება. ის კურნავს.
სიყვარული არის ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც გაზიარებით იზრდება.
ადამიანს არ ამაღლებს ძალა, არამედ, სიკეთე.
ერთობა არ ნიშნავს ყოველთვის ერთნაირობას. ერთობა ნიშნავს განსხვავებულ გულებს, რომლებიც ერთ ჭეშმარიტებას უსმენენ.
ხან და ხან, გვგონია, რომ რწმენა ნიშნავს ყველაფრის გაგებას, არადა რწმენა ნდობაა, მაშინაც კი, როცა პასუხები არ ჩანს, მაგრამ მაინც მყარად დგახარ.
ვინც სიყვარულს იცავს, ის თავის სულს იცავს სიბნელისგან.
ერთობა მაშინ იბადება, როცა სხვის ტკივილს აღარ ვამსუბუქებთ სიტყვებით - „გადაგივლის” არამედ, სიტყვებით - „მე შენთან ვარ!”, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კანი ხშირად ინფიცირდება, ზოგჯერ წარმოიშობა წყლულებიც...“ - როგორ გავუმკლავდეთ ვენურ დაავადებებს