Digest Logo

„ეს ადამიანი გაიტანეთ რა, ყველაფერს აქვს საზღვარი…“ - გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძეზე

1672234519
გიორგი ფხაკაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.

„ეს ადამიანი გაიტანეთ რა…  ყველაფერს აქვს საზღვარი…

საქართველოში მყოფი ექიმები ხმას ვერ/არ იღებენ ამ მარაზმზე და ყველამ ვიცით, რატომ…

რას ნიშნავს „საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული”?!

მეცნიერული მტკიცებულება - 0

სტატისტიკა - 0

ჯანდაცვის სისტემის მომზადება - 0

ეს უკვე სამედიცინო ეთიკის საკითხია!

მოსახლეობის ასე ღია მანიპულაცია ჩემთვის მიუღებელია.  რამდენჯერ ხმა არ ამომიღია და რბილი კომენტარი გავაკეთე (ვცემ პატივს წინა გამოცდილებას, ღვაწს და ასაკს), მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა“ - მეგი ბაქრაძის საქმეზე ექიმის პასუხისმგებლობა დადგა

🔵„თქვენ ხომ ერთხელ დაიბადეთ. ისე იცხოვრეთ, რომ არ ინანოთ, სხვისი აზრის გამო შანსი რატო გავუშვიო. ნუ დაიტანჯავთ იმაზე ფიქრით თავს, რომ...“ - რას წერს გივიკო დიდია

🔵„ახლოს არ მიუშვეს და ხელით, უხმოდ ანიშნა გულში მიყვარხარო. არ უტირია, მაგრამ მე ვიტირე როცა პეტრეს გათეთრებული სახე დავინახე“ - ნინი გოგაშვილი ძმაზე