„გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება, თავისი გამოწვევებით, თავისი მიღწევებით, წარუმატებლობებით… ნუ დაიტანჯავთ იმაზე ფიქრით თავს, რომ ვიღაც თქვენზე წინაა, თქვენზე მეტს მიაღწია, ან ასე შემდეგ … “ - ამის შესახებ ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას სამოტივაციო წერილს უზიარებს.
„დაძინებამდეც გეტყვით, რომ გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება. არ შეშინდეთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ იყოთ ბედნიერი. როცა თავს ცუდად იგრძნობთ, გაიხსენეთ როგორ უყვარხართ ოჯახის წევრებს. არაფრის გამო არ გაიფუჭოთ განწყობა, მიუხედავად ყველაფრისა გაიღიმეთ, დადებითად განეწყვეთ.
აკეთეთ საყვარელი საქმე, რაც გულით გიყვართ. არ შეეწინააღმდეგოთ თქვენს თავს „ვინცხა რას იტყვის“ არ შეიძლებაო არ უთხრათ. გინდათ იყოთ ბედნიერი, მაშინ იყავით.
თქვენ ხომ ერთხელ დაიბადეთ. ისე იცხოვრეთ რომ არ ინანოთ, სხვისი აზრის გამო შანსი რატო გავუშვიო … როცა ვფიქრობ, ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ადამიანმა უნდა იცხოვროს, უნდა შეიგრძნოს ყოველი წამი, უნდა დატკბეს ყოველი წამით, უნდა გასცეს სიყვარული, აკეთოს სიკეთე და აუცილებლად იქნება ბედნიერი …
გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება, თავისი გამოწვევებით, თავისი მიღწევებით, წარუმატებლობებით… ნუ დაიტანჯავთ იმაზე ფიქრით თავს, რომ ვიღაც თქვენზე წინაა, თქვენზე მეტს მიაღწია, ან ასე შემდეგ …
მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, თქვენ იყოთ ბედნიერი იმით რაც გაქვთ, იმით ვინც გყავთ და იფიქრეთ, რომ ცხოვრება უკეთეს გიმზადებთ. არ დაგავიწყდეთ, ფიქრებს დიდი ძალა აქვს“, - წერს გივიკო დიდია.
ასევე დაგაინტერესებთ: