Digest Logo

„ეს ამბავი 2019 წელს მოხდა... მაშინ მგზავრობა 50 თეთრი ღირდა“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი

1643828849
გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომლის ერთ-ერთი საქმიანობა ქველმოქმედების კეთებაცაა, სოციალურ ქსელში ხშირად წერს სახალისო პოსტებს. ამჯერად, მან 2019 წელს მომხდარი  ისტორია გაიხსენა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა თავს.

„ავტობუსში 3 სტუდენტი გოგო უბილეთობის გამო მაგრად შეჯორა კონტროლიორმა. შემდეგ გაჩერებაზე შემოწმება იქნება და სამივეს მიგაჯარიმებენო, მეტის ღირსები ხართო.

გული ჩამეწვა, არადა 1,3₾ მაქვს ქეშად სულ.

გაჩერდა ავტობუსი ბოლო გაჩერებაზე და ის დამჯარიმებლები დგანან, მაღალი და სუსტი ქალი და დაბალი და მრგვალი კაცი. აკონტროლებენ ყველა კარს, თვალებით მსხვერპლს ეძებენ..

ჩავხტი ავტობუსიდან და მთელი ძალით გავიქეცი. ორივე გამომეკიდა, გაჩერდი, გაჩერდი, თორემ პატრულში დავრეკავთო.

კაი 100 მეტრი სირბილის მერე გავჩერდი.

ქოშინებდა ორივე საწყლად. ბილეთი ვაჩვენე. ატრიალეს ხელში, მზეზე გახედეს, დასუნეს და გაკვირვებულებმა დამიბრუნეს.

სამივე გოგო უჯარიმოდ მივა დღეს სახლში.

პ.ს. არ ჰქონდათ და რცხვენოდათ, თორემ უნდა გადაეხადათ, ამაზე არ ვდაობთ!

ეს ამბავი 2019 წელს, ამ დღეს მოხდა.

მაშინ მგზავრობა 50 თეთრი ღირდა“, - წერს გიგა მაქარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ქეთა თოფურიას შვილი ლაპარაკს ქართულად იწყებს

🔵„ამ ვიღაც ტუჩებ დაბერილი, იდიოტი, ანტივაქსერი ქალის ფრაზებს რატომ დაათრევს მედია?“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე კვალიაშვილზე

🔵„პოლიტიკურ გადაცემებში მსახიობებს და ხელოვანებს რატომ ალაპარაკებთო“ - რას პასუხობს ინგა გრიგოლია საზოგადოებას

🔵„იცოდე, რომელმაც ეს სკამი დააზიანე, სოციალურად დაუცველს პურის ფული წაართვი, განათლებას ხელი შეუშალე“ - რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი