Digest Logo

„ეს ამბავი არასდროს მითქვამს, ჩემი ძმა გიორგი რაზმაძე ფეხბურთელი იყო - მეკარე მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდულში...“ - მაკა რაზმაძე გარდაცვლილი ძმის უცნობი ისტორიით

1719586838
მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ ამბავს ურთავს თან, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ეს ფოტო არასდროს გამომექვეყნებინა და არც ეს ამბავი მითქვამს. ჩემი ძმა გიორგი რაზმაძე ფეხბურთელი იყო-მეკარე მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდულში. როგორც მისი მწვრთნელები ამბობდნენ ძალიან პერსპექტიული. სიმაღლეც ხელს უწყობდა 2 მეტრამდე იყო.

ასეთ დღეებში არ შემეძლო ეს ამბავი არ მეთქვა. რა დღეში იქნებოდა ახლა წარმომიდგენია. ფეხბურთით ცხოვრობდნენ მაშინ ეს ბავშვები... გიორგი მარად ბავშვად დარჩა, თუმცა იმ ბავშვად, რომელიც ერთ დღეში გაიზარდა მისი ბევრი თანატოლივით და ომში სამშობლოს დაცვას შეეწირა...

არ შემეძლო ეს რომ არ მეთქვა დღეს, მინდა მათაც გაიზიარონ ეს ბედნიერება რასაც ჩვენ განვიცდით. მათ, ვინც ფიზიკურად ჩვენთან აღარაა...“, - წერს მაკა რაზმაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები

⭕„საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ!“ - გიორგი ჩაკვეტაძე

🎥 „აღარ იკითხოთ ღმერთი სად არისო, ვერ დაინახეთ?! მამარდაშვილის ძლიერ მკლავებში იყო გუშინ ღმერთი, კვარაცხელიას ფეხებში, მიქაუტაძის დარტყმაში, ქოჩორაშვილის მზერაში, ვილი სანიოლის რწმენასა და ერთგულებაში!“ - თათია ზუხბაია