საქართველო - პორტუგალიის ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.
საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა.
30 ივნისს ქართველები მერვედფინალში ესპანეთს, ტურნირის ამ დრომდე საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან. სავსებით შესაძლებელია, კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება გაგრძელდეს. გარდა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს იგერიებს, რაც მისი კარისკენ მოემართება. ამასთან გიორგი მამარდაშვილი ყველაზე მეტ მეტოქეს, სწორედ ესპანეთის ლიგიდან იცნობს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რადგან მოვიგეთ, სოლო კონცერტს ჩავატარებ ბაღდადში“ - სტეფანე დაპირებას ასრულებს
⭕ BBC: მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრებს £8.4 მილიონს აჩუქებს