Digest Logo

🎥 „აღარ იკითხოთ ღმერთი სად არისო, ვერ დაინახეთ?! მამარდაშვილის ძლიერ მკლავებში იყო გუშინ ღმერთი, კვარაცხელიას ფეხებში, მიქაუტაძის დარტყმაში, ქოჩორაშვილის მზერაში, ვილი სანიოლის რწმენასა და ერთგულებაში!“ - თათია ზუხბაია

1719511677
 თათია ზუხბაია

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში საქართველო - პორტუგალიის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს მე, რომ ყველაფერზე მეტირება ეს ალბათ ჩემი ბიოლოგიური ასაკის ბრალია.

აღარ იკითხოთ ღმერთი სად არისო. ვერ დაინახეთ?!

მამარდაშვილის ძლიერ მკლავებში იყო გუშინ ღმერთი, კვარაცხელიას ფეხებში, მიქაუტაძის დარტყმაში, ქოჩორაშვილის მზერაში, ვილი სანიოლის რწმენასა და ერთგულებაში!
ბიჭების თვალებში!

სტადიონზე იყო გუშინ ღმერთი, იმ ქართველ ქომაგებში იჯდა... როგორ ვერ დაინახეთ?! რამდენი პატიმარი გაბედნიერდა საკანში! რამდენი პაციენტი პალატაში! იმ სიხარულით გახანგრძლივებულ სიცოცხლის ყველა წუთს

გაუმარჯოს!

ნაკრებს გაუმარჯოს!

გამარჯვებას გაუმარჯოს!

საქართველოს გაუმარჯოს!

ჯოს!

ჯოს!

ჯოს!“, - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა.

30 ივნისს ქართველები მერვედფინალში ესპანეთს, ტურნირის ამ დრომდე საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან. სავსებით შესაძლებელია, კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება გაგრძელდეს. გარდა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს იგერიებს, რაც მისი კარისკენ მოემართება. ამასთან გიორგი მამარდაშვილი ყველაზე მეტ მეტოქეს, სწორედ ესპანეთის ლიგიდან იცნობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რონალდუ თუ ფეხბურთის ღმერთია, მამარდაშვილი ვინ გამოდის? ღმერთის ღმერთი!“ - თათია ზუხბაია

⭕„საამაყო შვილები გყავთ, ამაზე დიდი ბედნიერება მე არ ვიცი“ - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დედებთან ერთად

⭕პატრიარქმა ჩვენს ნაკრებს, თამაშის წინ, გერმანიაში ხატი გაუგზავნა - „მადლობა უწმინდესს, მრავალჟამიერ თქვენი ლოცვა-კურთხევა ამთლიანებდეს და აერთიანებდეს ჩვენს სამშობლოს“