Digest Logo

„ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გადახდა ჩემს ოჯახს და რადგან მამაჩემს უკავშირდება და ის დღეს იუბილარია, კიდევ ერთხელ მოვყვები“ - გიგა მაქარაშვილი

1673251073
გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფეისბუკის პირად გვერდზე  პოსტს აქვეყნებს, რომელიც მათ ერთ-ერთ თავგადასავალს ეხება და სადაც კარგად ჩანს მამამისის ხასიათი.

„ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გადახდა ჩემს ოჯახს და რადგან მამაჩემს უკავშირდება და ის დღეს იუბილარია, კიდევ ერთხელ მოვყვები.

მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ, დედა, მამა, ჩემი და ქეთო და მე.

ვსხედვართ, მაგიდაზე ლუდი გვაქვს, 4 ნახევრად სავსე ბოკალი და ვუყურებთ იუვენტუსის თამაშს. როგორც წესი ხმაურიანია ხოლმე ოჯახური ყურება. შეძახილები გვაქვს, ვგუგუნებთ, მსაჯს ვლანძღავთ, გოლზე ვხავით...
იმ დღეს ჩუმად ვუყურებდით.

უცბად სხვენიდან (ჩვენს მაღლა სხვენია, სადაც გამოუსადეგარ ტექნიკას, საყოფაცხოვრებო ნივთებს ვინახავთ) ლითონის ბეტონზე დავარდნის ხმა გავიგეთ.
გავისუსეთ...

მახსოვს ტელევიზორს ხმა გავუთიშე (მუტეზე დავაყენე)... რამდენიმე წამიანი პაუზის მერე სხვენიდან ნაბიჯების ხმა შემოგვესმა!

წამოვხტით მე და მამაჩემი და კარებისკენ გავიქეცით. კართან მამამ გამაჩერა, მოიცა შვილო, არ შევაშინოთ, სისულელე არ ქნანო...

აი, ყველაფერს ველოდებოდი მაგის გარდა. სიცილი ამიტყდა, მაგრამ პირზე ხელი ავიფარე და ჩავიკეცე.
კარი გააღო ნუკრიმ (მამა) და ხმამაღლა დაიძახა:

„ბიჭებოო“... აქ მამამ პაუზა გააკეთა. აშკარად საპასუხო გამარჯობას ელოდებოდა ქურდებისგან

სახეზე წყენა დაეტყო, უყურადღებოდ რომ დატოვეს „ბიჭებო, ვიცი რომ რაღაცის მოპარვა გინდათ. მანდ ისეთი არაფერი არაა“. ისევ პაუზა... არც ამჯერად უპასუხეს...
„მოკლედ მე ის კაცი არა ვარ არაფრის მოპარვის მცდელობის გამო პოლიციას დავაჭერინო თქვენი თავი, ამიტომ ახლა სახლში შევალ და თქვენ წადით“.

კარი მოიკეტა, ამაყად გადმომხედა და თვალიც ჩამიკრა. მე უკვე ხალიჩაზე ვეგდე სიცილისგან მუცელატკიებული.
უცბად ისევ გააღო კარი და გასძახა:

„კაცობას გეფიცებით გლაზოკშიც არ გამოვიხედები“ ისევ მოკეტა კარი. 1 წუთში ორმა ტიპმა კიბეზე ჩაირბინა. ფოტო კი მაშინაა გადაღებული, როცა ნასვამ მამას მეუღლე და ქალიშვილი ეღადავებიან და ფოტოს მიგზავნოან, რომ მეც არ ჩამოვრჩე საერთო ხალისს დაბადების დღეს გილოცავ მამი   ჩემს ასაკში შენც ფორმა გეცვა  თუ გაჭირდა მიხაც ჩაიცვამს“, - წერს გიგა მაქარაშვილი. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემო გაუხარელო ნიკა, როგორ გვაკლიხარ ნეტა იცოდე, ჩემი გული ვეღარ უძლებს ამდენს...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

🔵„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ეკიპაჟს, წარმოუდგენლად დაგვეხმარნენ...“ - რას წერს სასწრაფოს ექიმი

🔵🎥 ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის შთამბეჭდავი შესრულება, რომელიც სოც.ქსელს იპყრობს