
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ამჯერად მან სოციალურ ქსელში დედასთან პირველი დიალოგის ჩანაწერი გაავრცელა და დედებს ტესტის გაკეთება სთხოვა:
„ეს არის ჩვენი პირველი საუბარი.
დანარჩენ ნაწილს, რა თქმა უნდა, არასდროს არსად დავდებ, მაგრამ რომ არა გენეტიკური ტესტი, ვერასდროს გავიგებდი, ვინ არის „დედაჩემი“.
დედებო გთხოვთ, გაიკეთეთ ტესტი.
თქვენ არ იცით, რა ჯოჯოხეთურ გზას გავდივართ ბიოლოგიური მშობლების ძიებაში და გაიკეთეთ“, - წერს თამუნა მუსერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვარსკვლავების ცვენა“ ანრი ჯოხაძის დის შვილიშვილის ნათლობაში - კადრები ზღაპრული გარემოდან
🎥 11 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება