Digest Logo

„ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში, 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში“ - ნექტარიოს მჭედლიძე

1646377316
ნექტარიუს მჭედლიძე

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი ნექტარიოს მჭედლიძე უკრაინაში ომის შედეგად დაობლებული ბავშვების გაშვილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმიანება. მჭედლიძე აცხადებს რომ უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე ბავშვის გაშვილება.

მისივე თქმით, უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს და ომში ბავშვები გააშვილონ.

„მეგობრებო გავრცელდა „ფეისბუკზე“ ქართველი ადამიანის სტატუსი, თითქოს, უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან. უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ“, - წერს ნექტარიოს მჭედლიძე.

ცნობისთვის, პოლიტიკოსმა გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„78 ობოლი ჩვილი გამოიყვანეს ხარკოვიდან.
არ იციან რა უყონ.
თუ ვინმეს გინდათ შვილება ან დახმარება გამაგებინეთ გთხოვთ.
მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა

🔵„გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ დღესაც შენარჩუნდება მძიმე ენერგეტიკული გარემო - გამოიჩინეთ სიმშვიდე“ - ცაგარელი

🔵„დოჩი“ ფეხმძმედაა - „ღმერთი მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს…“

🔵„ახლა რასაც წაიკითხავთ, მაშინ დავწერე, როცა საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო...“ - კალანდიას ემოციური პოსტ

🔵„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე