Digest Logo

„ეს არის უდიდესი ცოდვა და ამ ცოდვაზე პასუხი მოეთხოვება უკლებლივ ყველას!“ - ზურა ხაჩიძე რუსთაველზე კუბოს დაწვის ფაქტს ეხმაურება

1733824680
ზურა ხაჩიძე

9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული და მას ცეცხლი წაუკიდეს.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების და ცნობილი ადამიანების რეაქცია მოჰყვა, ისინი საგანგაშოს უწოდებენ, მდგომარეობას, რასაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია ჩადიან.

მათ შორისაა მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი დაწერა:

„ის, რაც გუშინ რუსთაველზე მოხდა, ეს არის უდიდესი ცოდვა და ამ ცოდვაზე პასუხი მოეთხოვება უკლებლივ ყველას! (ვინც დაგეგმა, განახორციელა და ტაში დაუკრა) ვერ დავიჯერე სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეგობრებო, არ წახვიდეთ აქციებზე გიყვარდეთ ერთმანეთი, შეინარჩუნეთ მშვიდობა, რადგან მშვიდობის ფასი არაფერი არ არის...“ - „ტიკტოკერი“ გოგოს მიმართვა, რომელიც აქციების საწინააღმდეგო ვიდეოების გამო ბულინგის ქარცეცხლში გაეხვა

⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი

⭕„ეს ჯვარი მიუძღოდა პროცესიას პარიზის ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის კურთხევის დროს...“ - რას წერს გოგა ჩანადირი