
მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ გული არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს დასწყვიტა.
იგი ახლა 57 წლის იქნებოდა.
დღეს, 4 ივლისს „გოგიჩას“ გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. ოჯახისთვის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით გარდაცვლილის მეუღლემ ნათია ბანძელაძემ სოციალურ ქსელში „გოგიჩას“ ფოტოები გაავრცელა და ქმარს ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„ეს დღე ყველასია, მაგრამ ჩვენი არა... ცაში კი არა გულში ფრიალებ...
რამდენი რამე მოხდა უშენოდ... მაგრამ ყველაფერი შენით იწყება...
მიყვარხარ, გვიყვარხარ ჩვენო ზღაპრის გმირო, გოგიჩა ბაბუ“, - წერს ნათია ბანძელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას“ - სოცქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს