
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – 5 ივლისს დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი, ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მათვე ცნობით, განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც სეტყვაც არის მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე
⭕ვეფხისტყაოსანი დოლზე - გაიცანით მამუკა სამხარაძე კაცი, რომელიც ბგერების მაძიებელია