Digest Logo

„ეს ფოტო გადაღებულია ვენის სამედიცინო კლინიკაში, ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი…“ - ნიკოლოზ რაჭველი

1656838059
ნატო მეტონიძე და ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მომღერალ ნატო მეტონიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

რაჭველი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ნატო მეტონიძესთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. 

„ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული ვენის სამედიცინო კლინიკაში, სადაც გართულებების შემდეგ დამატებითი ოპერაცია გახდა ჩემთვის საჭირო, საკმაოდ რთული. ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი წამომყვა და იყო ჩემი პატრონი, დღე და ღამე თავზე რომ მედგა და მივლიდა… არც კი ვიცი რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია, ტყუპი დაძმობა უფრო შეესატყვისება ალბათ, რადგან მაგალითად გემოვნებაში გვაქვს 99 კი არა 100 პროცენტიანი თანმთხვევა… ასევე მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი სიღრმე აქვს ბგერაში და ამიტომ გამოსდის ყანჩელი ყველაზე მაგრად!

დღეს მისი დაბადების დღეა, მე არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო, ამიტომ შორიდან საჯაროდაც (და ცხადია პირადადაც) ვულოცავ, საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!ნატო მეტონიძეს გაუმარჯოს!!!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ბოლოს მაინც ერთად დარჩნენ“ - მოძალადე სოსომ მაქსიმე გმირად აქცია

🔵დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

🔵„ნეტავ სად ხარ ახლა გიორგი? როგორი ხარ? ან როგორი იქნებოდი ნეტა?...“ - მაკა რაზმაძის ემოციური პოსტი