Digest Logo

🎥 „ეს კლიპი წლების წინ გაკეთდა... არის რაღაცები, რაც შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ დაგიტოვოს კარგი მოგონებები“ - ნინი ბადურაშვილი დონარა გვრიტიშვილზე

1761310334
ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მსახიობ დონა­რა გვრიტიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. 

იგი წლების წინ გადაღებულ კლიპსაც გვიზიარებს, სადაც იგი აწ გარდაცვლილ მსახიობთან ერთად მონაწილეობს. 

„წლების წინ ეს კლიპი გაკეთდა საქართველოს რკინიგზისთვის, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პროექტი გაჩერდა და კლიპიც უყურადღებოდ დარჩა..

არის რაღაცები რაც შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ დაგიტოვოს კარგი მოგონებები... სწორედ ასეთი ლამაზი და ნათელი მოგონება დამიტოვა ქალბატონმა დონარამ მისი უბრალოებით, სილამაზით და ბედნიერი განწყობით..

თანაგიგრძნობთ მთელს ოჯახს! ნათელში ყოფილიყოს მისი სული“, - წერს ნინი ბადურაშვილი. 

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ფრიდონ სულაბერიძე 84 წლის გახდა - „თქვენი გამოცდილება და ნიჭი დღეს ჰაერივით სჭირდება ქართულ ქორეოგრაფიას!“

„ნუ შეგეშინდება ადამიანების დაკარგვა, რომლებიც მხოლოდ მაშინ გაფასებენ და უყვარხარ, როცა მათთვის მოსახერხებელი ხარ“ - ზაზა ჯაიანი

რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე მიმდინარე ინფექციებს და რა შემთხვევაში შეიძლება, პაციენტი დამძიმდეს - ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციები