Digest Logo

„ეს რა ვნახე და წავიკითხე, ყველაზე სუფთა შოუბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ“ - რას წერს ნინი შერმადინი

1727629866
ნინი შერმადინი

ამერიკელი რეპერი შონ Diddy კომბსი იგივე Puff Daddy, რომელიც 2023 წელს სექსუალურ ძალადობაში ორმა ქალმა დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ ტრეფიკინგთან დაკავშირებით ფედერალური გამოძიება დაიწყო, დაკავებულია.

2023 წლის ნოემბრიდან დღემდე, ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ ათი სარჩელი აღიძრა, რომელთაგანაც ცხრაში მას სექსუალურ ძალადობაში ბრალს პირდაპირ სდებენ.

18 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ Diddy კომბსი, იმ დროს მის მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე [Cassie].

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი გამოეხმაურა:

„გადარჩენილი ვარ „გოლივუდის" ვარსკვლავობას.

აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა... ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც... So sad, აღარც ბიონსეს სიმღერები მემღერება.

მეწყინა... ყველაზე მეტად ბიონსეს გარევა არ მინდა, მართალი იყოს ამ ამბავში. ყველაზე სუფთა შოუბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ, მოვიდა ჩვენი დრო მგონია.

P.S ვინმეს, რომ არ გეგონოთ ეს პოსტი ჩემი მეორე უსაყვარლესი ქვეყნის დაკნინებას გულისხმობს, აქვე გეტყვით, რომ ამერიკა ზუსტად ის ქვეყანაა სადაც კანონი უზენაესია და ყველასთვის ერთია. ამიტომ ბრალეულობა თუ დაუმტკიცდათ აუცილებლად გასამართლდება ყველა“, - წერს ნინი შერმადინი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ოცნებები რეალობად იქცა... იმუშავე და ყველაფერი შესაძლებელია!...“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები

🎥 „არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები... გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან