Digest Logo

„ეს სახელი პირველად სწორედ მას დაარქვეს... როცა მის შესრულებას უსმენ, ფიქრობ, რომ ის აქ არის!“ - ზაკ მირიანაშვილი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს

1784637331
ზაკ მირიანაშვილი

ნანი ბრეგვაძე, ქართული სცენის უბერებელი ლეგენდა და მეოცე საუკუნის საესტრადო მუსიკის სიმბოლო, იუბილარია. იგი 90 წლის გახდა.

საიუბილეო თარიღს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი გამოეხმაურა და მომღერალს დაბადების დღე მიულოცა:

„ნანი საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 9 612 ადამიანს ჰქვია, თუმცა ეს სახელი პირველად სწორედ მას დაარქვეს, 90 წლის წინათ.

1930-იან წლებში როცა ნიკოლოზ შენგელაია „ნარინჯის ველს” იღებდა, ეს სახელი მთავარი გმირისთვის გამოიგონა, რომელსაც ნატო ვაჩნაძე თამაშობდა… ამ ფილმში იღებდნენ ნანი ბრეგვაძის მამასაც, გადასაღებ მოედანზე ხშირად იყო ნანის დედა, რომელიც შვილს ელოდებოდა…

ქართული კინოს ყველაზე დიდი კინოვარსკვლავის პერსონაჟის სახელი იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის და სულ მალე ქართულმა სცენამ ყველაზე დიდი ვარსკვლავი შეიძინა - როცა მის შესრულებას უსმენ, ფიქრობ, თუ როგორ გაგვიმართლა ყველას, რომ ნანი ბრეგვაძის დროში ვცხოვრობთ და რომ… ის აქ არის!

ნანის 90 წელს გაუმარჯოს…!“, - წერს ზაკ მირიანაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 რატომ იტანჯება თანამედროვე ადამიანი? მამა გურამ ოთხოზორია სულის ტკივილსა და სხეულის დაავადებებზე

„ყველაზე დიდი საყრდენი და მაგალითი, სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის...“ - როგორ მიულოცა თამუნა მდივანს შვილმა იუბილე

„ტუტუც ბავშვს რომ ზრდის ვინმე, არ იცის რა არის მშობლობა და ყველაფერს უსრულებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება