Digest Logo

„ეს შეიძლება იყოს შური, არასრულფასოვნების განცდა ან დაუკმაყოფილებელი ამბიციები“ - რას წერს ფსიქოლოგი

1788356160
ნინი დგებუაძე

გქონიათ შემთხვევა როდესაც, სრულიად უცხო ან ისეთი ადამიანი რომელიც, არც კი გახსოვდათ
მოულოდნელად იგებთ, რომ თქვენზე ცუდად საუბრობს ან უბრალოდ ელოდება სწორ დროს, როდის მოგაყენებთ შეურაცხყოფას ?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ კომპლექსური ფენომენია - თუ რატომ ელოდება თქვენთვის შორეული ან სრულიად უცხო ადამიანი, სწორ დროს, რომ დაგაკნინოთ.

უმეტესწილად, შინაგან კონფლიქტებს უკავშირდება ასეთი ქცევა და საერთოდ არ მეტყველებს თქვენს რეალურ მოცემულობაზე. ასეთი ადამიანები, ცდილობენ მათ დაგროვილი ბრაზი, აგრესია, ნეგატიური ემოცია, შური, კონკურენციის უხილავი შეგრძნება და თავდაცვის მექანიზმები თქვენზე გადმოიტანონ.

ფსიქოლოგიაში, აგრესია, იშვიათად არის იმ კონკრეტული წამის შედეგი. აგრესიის მოულოდნელი და არაადეკვატური ფორმით რეალიზება თქვენი მიმართულებით, ხშირად საკმაოდ ხანგრძლივი, ფარული პროცესის კულმინაციაა.

შეურაცხყოფაზე გადასვლა კი ამ პროცესების, შედეგია. თუ ადამიანი, საკუთარ თავში ვერ უმკლავდება გარკვეული ტიპის უარყოფით თვისებებს, ემოციებს, შიშებს და კომპლექსებს, მისი ფსიქიკა ცდილობს, სხვებზე გადაიტანოს ის რაც, თავად აწუხებს და ამით იწყებს განმუხტვას/განთავისუფლებას.

ხშირად სარკეა მათივე შინაგანი მდგომარეობისა. ეს შეიძლება იყოს შური, არასრულფასოვნების განცდა ან დაუკმაყოფილებელი ამბიციები, რომლებიც ვერ პოულობენ ჯანსაღ გამოსავალს.

ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ დროზე იქნეს აღმოჩენილი თქვენკენ მომართული პასიური აგრესია. ეს შეიძლება გამოიხატოს ელემენტარულ რეპლიკებშიც, თქვენს აღწერაში, თქვენზე საუბრისას, დამოკიდებულებაში და თუ ეს პასიური აგრესია დიდხანს იქნება დაიგნორებული, რადგან ძირითადად ღიად დაპირისპირებას ერიდებიან ან ეშინიათ ხდება წყენის და უკმაყოფილების „დაგროვება“.

ეს დაგროვილი ნეგატივი არსად ქრება. ის ელოდება „სწორ მომენტს“ - სიტუაციას, სადაც ადამიანი იგრძნობს ამბიციას, ან როცა სამიზნე სუსტ პოზიციაში იქნება. ასეთი „შესაფერისი მომენტის“ ლოდინი არის სტრატეგია, რომლის მიზანიცაა არა პრობლემის მოგვარება, არამედ ზიანის მიყენება და ამ გზით საკუთარი უპირატესობის ან კონტროლის ილუზიის შექმნა.

გარდა ამისა, მინდა გახსოვდეთ, რომ ადამიანები ხშირად იყენებენ შეურაცხყოფას, როგორც თავდაცვის მექანიზმს ემოციური დაუცველობისგან. როდესაც ვინმე გრძნობს საფრთხეს თავისი ეგოს ან სტატუსის მიმართ (თუნდაც ეს საფრთხე მხოლოდ მათ აღქმაში არსებობდეს), შეტევა ხდება საუკეთესო თავდაცვა. სხვისი დაკნინებით, ისინი დროებით იმაღლებენ საკუთარ თვითშეფასებას.

დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანი თუ მიზანმიმართულად იყენებს, ყველა შესაფერის ეპიზოდს, სადაც თქვენი დაკნინება შეუძლია, სინამდვილეში ის საკუთარ სისუსტეებს ებრძვის. საერთოდ არ გეხებათ მისი აზრი ან ქმედება თქვენ და მასზე მეტყველებს პირველ რიგში.

შეიძლება გაგებითაც მოეკიდოთ კი, რომ გეცოდინებთ, მის შინაგან ტკივილზე, გადაუმუშავებელ ტრავმებზე და საკუთარ თავთან არსებულ გაუცხოებაზე აშკარა გამოძახილია ასეთი ქცევა.

ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ემოციური ინტელექტი არ საჭიროებს სხვების დესტრუქციას საკუთარი წონასწორობის შესანარჩუნებლად, ამიტომ, მსგავს ქცევასთან შეჯახებისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს სხვისი პრობლემაა და არა ჩვენი შინაგანი ფასეულობის ანარეკლი.

ასევე დაგაინტერესებთ:

წითელი ძაფის საიდუმლო: რატომ იკეთებენ ადამიანები წითელ მაჯაზე და მართლა მუშაობს თუ არა ის?

„საუკეთესო ცხოვრებას გისურვებ, ბედნიერი უნდა იყო“ - გვანცა დარასელია 37 წლის გახდა

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - „რომანტიკული მიმოწერის, ფლირტის და სასიამოვნო შეხვედრების დროა“