Digest Logo

„ეს სტროფებიც წუხელ შემომეწერა... მკაცრად ნუ განმსჯით“ - ნოე სულაბერიძემ შოვის სტიქიას ლექსი მიუძღვნა

1691415822
ნოე სულაბერიძე

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, ლექსი მიუძღვნა:

„დღეს საქართველოში გლოვის დღეა! ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების და ჩვენი ქვეყნის დიდ მწუხარებას! ხსენება იყოს ყველა დაღუპულის და დარჩენილ საათებში ჩვენს გმირ მაშველებს ვინმე ცოცხლად გადარჩენილი ეპოვოთ  
ეს დღეები სულ ამ ტრაგედიაზე ვფიქრობ, თითქოს თვალწინ მიდგას მთელი სურათი, რომელიც ჩემს საყვარელ შოვში დატრიალდა... ეს სტროფებიც წუხელ შემომეწერა... მკაცრად ნუ განმსჯით, უბრალო ექსპრომტია მათზე ფიქრის დროს დაწერილი...
 
მაღლა მთაში მწვანე ნამი
წვეთში ბანაობდა
იქვე ფეხმოშიშვლებული
ბავშვი თამაშობდა
მარადმწვანე ტყეში დედა
იხუტებდა შვილებს
მამა ტოტებს აგროვებდა
მშვილდს უთლიდა ისრებს
დაქანცული ღიმილით ამ
თვალზე ნაოჭების
კარ-მიდამოს დარაჯი და
ადგილ-სამყოფელის
უმზერდა, თან მზრუნველობით
სადილს ამზადებდა
გლოლის მასპინძელი სტუმარს
არას დაზარდება
ბიჭი გოგოს იხუტებდა
უყვებოდა ამბავს
სიყვარულის, ოცნებების,
როგორც ნამდვილ ზღაპარს
გოგო მალვით ასხივევბდა
შეუაფარავ სითბოს
გული ისე კანკალებდა,
გაუჩერდა თითქოს
გაშლილ ველზე მდინარესთან
როგორც ლეკვი ასი
ხმაურობდა სიხარულით
სკოლის მთელი კლასი
მზემ თანდათან ამ მთის ფერდობს
სხივი შეანალა
რიგი იდგა, ირწეოდა
მწვანე საქანელა
ასე სამი იქნებოდა დღის
როდესაც წამმა
შეაჩერა მოძრაობა
შეაჩერა წყალმა
ყრუდ ისმოდა განწირული
ხმები - ფრთხილად! ნელა!
კენტად დარჩა მწვანე ფერის -
შავი საქანელა
მიწამ წაიღო სოფელი
გლოლისკენ გლოვა დაბინდდა
მამა შვილს ეძებს, ქმარი ცოლს,
ბავშვი ღვარცოფში გაცივდა
რა არის ჩვენი სიცოცხლე
დაობლებული ქვებია
და ამ ქვების ქვეშ მიწაში
ერთ დროს ცოცხალი ძვლებია
გაძლება იყოს უფლისგან
ყველა დარდის და ტკივილის
ოდესმე ყველა იმქვეყნად
შევხვდებით ალბათ... ვინ იცის...
06.08.2023“, - წერს ნოე სულაბერიძე.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს შოვი დაიმეწყრა, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შოვში განვითარდა გლაციოღვარცოფი, ეს არ მომხდარა მდინარის შეგუბებით, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მეწყრული პროცესები განვითარდებოდა“ - ზურაბ ჯანელიძე

🔵„არ გვაქვს საკმარისი თანხა, რომ სამუშაოები დავიწყოთო... ვისი ბრალი იქნება თუ ერთხელ ჩვენი ხევის გადარევასაც მოჰყვება მსხვერპლი?“ - ქეთი მექერიშვილი

🔵„ჩემს მეზობელს გული გაუჩერდა, 45 წთ-ის განმავლობაში არ გაჩერდა. ომი ჰქონდა სიკვდილთან ჩვეულებრივი და აჯობა!“ - ემოციური ამბავი პოლიციელზე