Digest Logo

🎥 „ეს ვიდეო მარტივი საყურებელი არ იქნება“ - გიგი ქათამაძე მსოფლიოში ყველაზე ვიწრო მღვიმიდან ექსტრემალურ კადრებს აქვეყნებს

1790760271
გიგი ქათამაძე

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ეგზოტიკური ადგილებიდან გადაღებული ექსტრემალური ვიდეოები - პოპულარული „იუთუბერი“ გიგი ქათამაძე გამომწერებს ახალი თავგადასავლით უბრუნდება.

299 ათასიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერი ამჯერად მსოფლიოში ყველაზე ვიწრო მღვიმეში გაძვრა, რომლის ვიდეოსაც „იუთუბის“ საკუთარ არხზე გვთავაზობს:

„ეს არის მსოფლიოში ყველაზე ვიწრო გამოქვაბული, რომლის გასავლელად 12 საათი არის საჭირო. ეს კი მე ვარ გაჭედილი მიწიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე, გარე სამყაროსთან კი კავშირი საერთოდ არ მაქვს.

ჩადიხარ ადგილას, სადაც მხოლოდ სიბნელეა. გვირაბები, რომლებიც ყველა ნაბიჯზე უფრო ვიწროვდება. ერთადერთ გასასვლელთან კი 12 საათიანი გზა გაშორებს. რა დროსაც პანიკამ შეიძლება დაგავიწყოს ყველაზე მარტივი - როგორ უნდა ისუნთქო.

რატომ გადავწყვიტე? - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რაიმე ფობიას ვუმკლავდები. მანქანის წყალში გადაგდებიდან დაწყებული, კუბოში ყოფნით დამთავრებული. ეს ვიდეო თქვენთვის მარტივი საყურებელი ნამდვილად არ იქნება, რომელთაც კლაუსტროფობია გაწუხებთ“, - ამბობს გიგი ქათამაძე ვიდეოში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 7 ნიშანი, რომ შესაძლოა წონაში მოიმატეთ - რა ცვლილებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

⭕ ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება

⭕„თითოეული კადრი სულის სიღრმემდე აღწევს...“ - ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს

✕