ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მიმართავს.
იგი ურჩევს ახალ თაობას, ამ ადამიანისგან თავი შორს დაიჭირონ.
„ახალგაზრდებო,
ყოველ ჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
ეს არის მოძალადე, რომელიც თავის საშინლად მიზერულ ძალაუფლებას იყენებდა იმ ბავშვების გასაყვრნელად და შესავიწროებლად, ვისაც მედია კარიერის გაკეთება სურდა.
ეს არის უბინძურესი ადამიანი, სრულად ჩამპალი მორალით, რომელიც საკუთარ აღვირახსნილობას ჰედონიზმით ამართლებდა და თავად იოტისოდენა ღირსება არ გააჩნია.
კაცი, რომელიც ამაყობდა საკუთარი ამორალურობით და ღიად ჰყვებოდა საკუთარ მსხვერპლებზე თავის თანამშრომლებთან.
ხოლო ქართული ოცნება არის პარტია, რომელმაც ასეთ კაცს ტელევიზია გაუკეთა.
რომელმაც მას უფრო მეტი ძალაუფლება მისცა ბინძური პროპაგანდის წარმოების სანაცვლოდ.
„ქართული ოცნება“, რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებზე და რელიგიაზე გვმოძღვრავს, არის ფარისეველი ნაძირალების თავშესაფარი.
სწორედ ისეთი ნაძირლების, როგორი კაცის სახეც შალვა რამიშვილია“ , – წერს სამხარაძე.
ასევე საინტერესოა:
🔵ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი 21 სექტემბრამდე აუცილებლად აგისრულდებათ - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის
🔵„20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ ღამეს?