Digest Logo

„ესაა მათი მხრიდან ღირსეული საქციელი...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებზე

1773934615
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიერ ნოვრუზ ბაირამის გარდაცვალებაზე წერს:

„ყოჩაღ და დასაფასებელია: ქვემო ქართლის მარნეულის მუნიციპალიტეტმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გააუქმა!

ესაა მათი მხრიდან ღირსეული საქციელი, განურჩევლად იმისა პატრიარქი მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც სწორი ნაბიჯია. შეგნების მომენტია ასეთ დღეებში.

შეგახსენებთ, რომ მუსულმანების ახალი წელი ემთხვევა ყოველთვის გაზაფხულის ბუნიობას, როდესაც მზე ასრულებს მე-12 სახლის თევზების ზოდიაქოს ნიშანს და გადადის ვერძის ნიშანში.

ხვალ კოსმოსური ახალი წელიცაა!

მზე ახლიდან დაიწყებს ათვლას ვერძის ნიშნიდან.

ამიტომ ჰქვია გაზაფხულს სიცოცხლის საწყისი!

გაზაფხულის ბუნიობა უფრო მარსიანული, მამაკაცური ელემენტებითაა სავსე, შემოდგომის კი ქალური ენერგეტიკული სპექტრითაა დატვირთული.

მზე ხვალ 18:46 საათზე შევა ვერძის ნიშანში და დადგება ნამდვილი გაზაფხულიც!
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საფლავი არის მიწის კარი, მაგრამ სულისთვის - ცის დასაწყისი....“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ როდის შეუძლია სუსტსა და მცირეს ნებისმიერი სიძლიერის მტრის დამარცხება - მამა გურამ ოთხოზორიას განმარტება

🎥 „მთელი ყურადღება მე დამითმე, არც კი იფიქრო, არც დაგესიზმროს, არც ისუნთქო ჩემს გარეშე“ - რატომ სთხოვს კაცი პარტნიორს დედობას?