ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ქორწილის ვიდეოებით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფები მშივრები დატოვეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ადამიანი, ვინც ეს „ფეისბუკზე“ დაწერა, საერთოდ არ ყოფილა ამ ქორწილში.
თემას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფები ეხმაურებიან:
„იქ სადაც ფოტოგრაფები გადაღების დროს საჭმელს არ ითხოვენ“ - წერს ალექს კვაშილავა.
„პორტუგალიაში ქორწილი გადავიღე, სტუმრებზე მაგრად მე „მაგულავეს“.
ჭამაზე არაა აქ საუბარი. დილიდან ადამიანი რომ შრომობს, ერთი საათი დასვენება მაინც ეკუთვნის. ხელოსანი რომ მყავს სტუმრად, იმასაც კი ვუმასპინძლდები. პატივისცემის ამბავია“ - ლაშა ღუღუნიშვილი.
„დილიდან ვკითხულობ პოსტებს, თან ისეთი ადამიანებისგან, ვინც ხელოვნების სფეროშია.
არ მიკვირს თქვენგან არა კოლეგიალობა და ლანძღვა და ქულების წერა!
ჩემი მხარდაჭერა თითოეულ ფოტოგრაფს, ვიდეოგრაფს, მუსიკოს, მოცეკავეს, მსახიობს, ხმის რეჟისორს, გამნათებელს, მზარეულს, მიმტანს, ვინც ამ თქვენ მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს!
ესენი არიან ადამიანები, რომელიც ხელისგულზე უნდა ატაროთ.
აბა, არ იყოს ეს ადამიანები, ვნახავდი, ვინ იქნებოდით.
არ შეიძლება ასე, არა !
ეს დამოკიდებულება ხშირია ძალიან და აქ საჭმელზე არავინ საუბრობს! არავის სჭირდება თქვენი საჭმელი.
ეს არის დამოკიდებულება და „უჟასი“ დამოკიდებულება.
დანარჩენი ენას ძვალი არ აქვს, აბა, წავიდა.
მარა ზუსტად ვიცი, დღეის შემდეგ სხვანაირად იფიქრებთ.
ლაიქებზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არის ცხოვრებაში.
ყველას ბედნიერებას ვუჭერ მხარს მე. ვლანძღოთ ერთმანეთი, საერთოდ არ მგონია სწორი. და ვწეროთ საშინელებები, ეს საერთოდ.
წყვილს მე არ ვეხები და ბედნიერები იყვნენ მუდამ.
ყველა, ვინც მღერის, ცეკვავს, იღებს თუ ბოლს უშვებს, ეს მთავარი ხალხია და მათი გამორჩენა წარმოუდგენელია“ - ზაქარია ჭელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი უკვე დაკავებულია“ - რას წერს უკრაინული მედია მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილზე
🔵🎥 „მოიტაცა გოგო“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილი ირაკლი მაქაცარიას დისშვილთან დამეგობრდა
🔵„საჭმელი არ აჭამეს გადამღებ ჯგუფს, ლუკმა ვერ გაიმეტეს...“ – ფოტოგრაფის სკანდალური განცხადება