ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ეშმაკი ღორში ვერ შედის, თუ ნებართვა არ მიიღო,
ღორი რა არის კაცო?! — ჰოდა აი, ვერ შედის,
და ადამიანში შედის ისე,
რომ არავისგან ნებართვას არ იღებს...
— იცით რატომ?!
— იმიტომ, რომ ღორს არ აქვს გულისსიტყვები,
და ადამიანს აქვს გულისსიტყვები;
და თუ ეს გულისსიტყვები თანხმობაში არ არის ღვთის ნებასთან, მაშინ ავტომატურად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის, ყოველგვარი შუალედური რგოლეიბს გარეშე — პირდაპირ თანხმობაშია დემონურ ნებასთან,
და რაც ეშმაკის მსგავსია — იქ შესასვლელად ეშმაკს კითხვაც აღარ სჭირდება,
მისი ბუნებრივი მდგომარეობაა იქ,
და ის შედის...“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოვიდა ჩემი საოპერაციოში შესვლის დრო“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ჩხაიძე