ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ეშმაკის სურვილია, რომ როგორმე იმ წერტილში შემახვედროს ღმერთს — სადაც მე დავმარცხდები,
როგორმე იქ შემახვედროს...
ღმერთი არ უშვებს ამას,
ღმერთს უნდა, რომ ჩვენ გავმართლდეთ არა მარტო მისი მოწყალებით(რაც ასეცაა),
არამედ ღმერთს უნდა, რომ ჩვენ გავმართლდეთ სამართლიანობის თვალსაზრისითაც,
ღმერთს უნდა, რომ მე მართალი ვიყო,
ღმერთს უნდა, რომ მე არ დავმარცხდე ეშმაკთან ბრძოლაში,
ამიტომ ვევედრები — იმ წერტილში ნუ შემახვედრებ შენს თავს უფალო, ჩემთვის გადაუტანელი განსაცდელი რომ იქნება,
ეს უნდა ეშმაკს,
და აი, ბოროტისაგან მიხსენ,
და საერთოდ, მე მინდა, რომ შენი შვილი ვიყო“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კატა: ღვთაება, ჩრდილი და ფსიქოთერაპევტი - ბასტეტიდან იუნგამდე“ - რას წერს რამაზ გიგაური
⭕ცვლილებების ეპოქა: ურანი ტყუპებში - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი