Digest Logo

„ეთაყვანებიან მღვდლებს, მაგრამ ღმერთი გვერდზე რჩებათ... ითხოვენ გადარჩენას, მაგრამ  თავადვე არიან მკვლელები“ - დომენიკ მანგო

1707574158
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„არიან ქრისტიანები, მაგრამ  არ იციან რა არის ქრისტიანობა.
ეთაყვანებიან მღვდლებს, მაგრამ ღმერთი გვერდზე რჩებათ.
მდიდრდება მღვდლები, მაგრამ ქრისტე შილიფი რჩება.
მართლმადიდებელს უწოდებენ თავს, მაგრამ  არ ეძებენ სიმართლეს სახარებაში.
ითხოვენ გადარჩენას, მაგრამ  თავადვე არიან მკვლელები.
სხვის დასანახად ლოცულობენ, მაგრამ  არაა მათთვის ხსნა.
მღვდლის დასანახად ინანებენ, მაგრამ  მათი ფიქრი ღვთისგან შორსაა.
იწერენ პირჯვარს, მაგრამ ერთხელაც არ უგრძნიათ ამ ჯვრის სიმძიმე.
გულზე ატარებენ ჯვრებს, მაგრამ გულში ჯვარი არ აქვთ.
იცავენ მარხვებს, მაგრამ მხოლოდ კუჭის საშიმშილებლად.
კუჭის შიმშილით ცდილობენ რწმენას, მაგრამ ღმერთი არ იგებს ამას.
სინდისს გვახსენებენ, მაგრამ მათი სინდისი აღარც მეტყველებს.
ოქროს ჩარჩოებს არჩევენ, მაგრამ ქრისტეს ოქრო არა სურს.
მსხვერპლს წირავენ ღმერთს, მაგრამ - ის ამბობს: მსხვერპლი არა, მოწყალება მსურს“, - წერს დომენიკ მანგო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

როგორ გამოიყურებოდა სანდრა რულოვსი 21 წლის ასაკში - ყოფილი პირველი ლედი ფოტოს აქვეყნებს

„ბევრის შემთხვევაში ეს იქნება დაუგეგმავი ფეხმძიმობა...“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„გუშინ შევხმიანდით, დღეს კი გავიგე, რომ წავიდა... არასდროს იღლებოდა სამშობლოს სიყვარულით“ - გოგა ჩანადირი ნიკო ჯავახიშვილზე