საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ევროკავშირთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს მიმართავს. მისი თქმით, ევროკავშირი პირველ რიგში თანასწორობაა და რაც მთავარია კანონთა უზენაესობა, რომლის დამრღვევიც მკაცრად ისჯება.
„ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა რომ, სინამდვილეში არავინაც არ იცის რაა ევროპა და ევროკავშირი.. ერთ მხარეს ყველაზე საუკეთესო რამე ჰგონია, მეორე მხარეს კი ყველაზე დიდი საშინელება..
არა და ძალიან მარტივადაა ყველაფერი. ევროკავშირი იდეალური გაერთიანება არაა, მაგრამ ამაზე უკეთესი ჯერჯერობით სხვა არაფერი არ არსებობს. ჩერჩილის და დემოკრატიისა არ იყოს - დემოკრატია უნივერსალური მმართველობა არაა, მაგრამ ამაზე საუკეთესო ვერაფერი მოიგონა კაცობრიობამო..
ევროკავშირი პირველ რიგში თანასწორობაა და რაც მთავარია კანონთა უზენაესობა, რომლის დამრღვევიც მკაცრად ისჯება, განურჩევლად სოციალური სტატუსის ან თანამდებობისა.. დანარჩენი სრულად ჩვენნაირი ხალხია ევროპელები თავისი მინუსებით და პლუსებით, უბრალოდ აქ სიტყვის და დროის ფასი იციან ჩვენგან განსხვავებით...
სულ ეს მინდოდა მეთქვა მისი მომხრეების და მოწინააღმდეგეებისთვისაც..
მადლობა ყურადღებისათვის“, - წერს გიორგი ფოფხაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაოცებულია იმით, რომ ახალგაზრდები ასე არ ვაზროვნებთ“ - რას ამბობს პეტრე კოლხის შვილი აქციებზე