
„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას უმძიმესი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ სასულიერო პირმა გარდაცვლილ კაცს იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტიის ცნობა ჰქონდა აღებული, (მღვდლის ცნობა. რედ.შენიშვნა) წესი არ აუგო.
აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში მამა პეტრე კვარაცხელია ეხმაურება.
„უფალმა იცის, არავისთვის მენანება ცათა სასუფეველი…
ასე მგონია გაუბედურებული ოჯახების წინაშე, უფრო მოზომილი და ჰუმანური უნდა ვიყოთ…
ქრისტიანობას არ შვენის ტენდენციური მიდგომა…
ფარატინა ფურცლის გამო, გარდაცვლილის ოჯახს უნუგეშოდ ვტოვებთ, ქვეყნის ამაოხრებლებს კი პანთეონის მიწას ვაბარებთ და ეროვნულ გმირს ვუწოდებთ…
როდის უფრო გულწრფელები ვართ!…“,- წერს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს
🔵წარსულის გაქრობა თანხის სანაცვლოდ - ბარსელონაში დაარსებული ფირმის ფილიალი თბილისში აღმოაჩინეს