Digest Logo

„ფარმაცევტი გაიყინა! ჩვენც ყველა! გადაუხადა ქალბატონს ფული, გადაიხადა თავისი ფულიც, არასოდეს დამავიწყდება იმ მოხუცის არც ხმა, არც სახე“ - რა ისტორიას გვიზიარებს ნიკო მიქაია

1655191198
ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია  აფთიაქში მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელის მომხმარებლების უზიარებს და ამ ამბით ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებთან ავლებს პარალელს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოკლედ რამდენიმე წუთის წინ შევედი აფთიაქში რომ დედაჩემისთვის წამლები მეყიდა, სადაც შევესწარი ფაქტს, რომელიც ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება!

სალაროსთან ერთი მოხუცი ქალი იდგა, რომელსაც ხელში რამდენიმე ლარი ეჭირა! უთხრა წამლების ჩამონათვალი ფარმაცევტს. იმ გოგომაც დათვალა და…

-118 ლარის არის ქალბატონო ჯამში!

- სად მაქვს შვილო ამდენი? მომეცი 3-3 კაკალი, ვიმყოფინებ ცოტა ხანს და თუ მეყო ხო კარგი და თუ არადა, მოვკვდები და მეც დავისვენებ და ყველაც - უპასუხა ქალმა და ხმაში ცრემლი შეეპარა, თვალები აემღვრა, ამოიოხრა და საშინლად მოწყენილი სახით გაიხედა გვერდზე! ფარმაცევტი გაიყინა! ჩვენც-ყველა!
მის გვერდით სალაროსთან ერთი ბიჭი იდგა და არც კი დაფიქრებულა, მაშინვე მოლარეს მიაწოდა თავისი ბარათი

- მიეცით ქალბატონს ერთი თვის სამყოფი წამლები.

- რას ამბობ შვილი? სად გაქვს 120 ლარი? - თავისი გაბზარული ხმით უპასუხა ქალმა.

- მიეცით ქალბატონს ეგ წამლები! - გაუმეორა ბიჭმა ფარმაცევტს! ქალბატონს ხელი მოხვია, გაუღიმა და -100 წელი იცოცხლოთ უნდა ქალბატონო! - გადაუხადა ქალბატონს ფული, გადაიხადა თავისი ფულიც, მობრუნდა, ქალბატონს კიდევ ერთხელ გაუღიმა და გამოვიდა აფთიაქიდან!

სიკეთე ერქვა იმას, რაც იქ მოხდა! დიახ, სიკეთე რომელმაც თითქოს იმწუთას ბნელში გახვეული აფთიაქი გაანათა! პირადად მე არასოდეს დამავიწყდება იმ მოხუცის, არც ხმა, არც სახე და არც შემდეგ თვალები!

სულ ცოტა სიკეთე და განათდება სამყარო!

პ.ს. ყველა ნაძირლები ხართ, ვინც ამ ქვეყანაში მოხუცები ამ დღეში ჩააგდეთ! აფთიაქები, რომლებიც 500%-იან მარჟებზე მუშაობთ და დანარჩენები, ვინც ადამიანების ღირსეულ სიბერეზე ხართ პასუხისმგებლები და ამის მაგივრად, ისინი უკვე უწამლობის გამო სიკვდილს შეაგუეთ! მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს ახლა თავში: რა უნდა ქნას მოხუცმა ქალმა მომავალ თვეში, როდესაც მორიგი 118 ლარი უნდა დაჭირდეს წამლებისთვის? და კიდევ რამდენი ასეთი მოხუცია ამ ქვეყანაში!!!

კარგი მემორების სერიიდან! 3 წლის შემდეგ უარესი პრობლემები ამ ქვეყანაში

პ.ს.ს. იმედია ეს ბებო კარგად არის“, – წერს ნიკო მიქაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.. დაიხურა ვანო... ჩემი გადაცემაც... ვიბრძვით გადარჩენისთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პესიმისტურ და დეპრესიულ ფიქრებს“ - ცაგარელი

🔵„გაფრთხილება! მიმდინარე პერიოდში ცაზე სატურნისა და კარმული კვანძების დაძაბული ასპექტები მეტად არასასიამოვნო კონფიგურაციას ქმნიან“ - ხათუნა ნოელი