„ფასანაურში ექიმებმა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ამშობიარეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორსულობის 36-ე კვირას გეგმურ შემოწმებაზე თბილისში მიდიოდა. მოულოდნელად ახალგაზრდა ქალბატონს, რომლისთვისაც ეს მე-2 მშობიარობა იყო, მუცელი ატკივდა. მეუღლემ მანქანა გააჩერა და 112-ში დარეკა.
„სასწრაფო დახმარების დუშეთის ფილიალის, ფასანაურის N11 ბრიგადამ მიიღო გამოძახება ლოზუნგით: „მშობიარობა“. ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა, რადგან გამოძახახების ადგილი ფილიალთან ძალიან ახლოს იყო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორსულობის 36-ე კვირას გეგმიურ შემოწმებაზე თბილისში მიდიოდა.
მოულოდნელად ახალგაზრდა ქალბატონს, რომლისთვისაც ეს მე-2 მშობიარობა იყო, მუცელი ატკივდა. მეუღლემ მანქანა გააჩერა და 112-ში დარეკა.
პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალს დაწყებული ჰქონდა მშობიარობა და ჰოსპიტალიზაციისთვის დრო არ რჩებოდა.
ქალბატონი გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და მოემზადნენ მშობიარობის მისაღებად, მალე ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც მაშინვე იტირა, ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა.
ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანას უკან ქალბატონის ოჯახი და ნათესავების კოლონა მოჰყვებოდა.
ექიმ მარინე ბანცურისთვის ეს სასწრაფოს მანქანაში მშობიარობის მიღების მეორე შემთხვევა გახლდათ.
#გვეამაყება
ექიმი მარინე ბანცური
ექთანი იზოლდა ჭიკაიძე
მძღოლი ზაზა ხოსიაური“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: