Digest Logo

„ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად“ - ბაჩო ოდიშარია

1716459692
ბაჩო ოდიშარია

მას შემდეგ, რაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის „ფეისბუკგვერდზე“, კანის 77-ე კინო ფესტივალიდან ქართული დელეგაციის ფოტოები გამოქვეყნდა, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბაჩო ოდიშარიას ცოლი მარიამ მეტრეველი, რომელსაც ფეხზე გახდილი ჰქონდა, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა.

საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული კადრი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩანან, „დაბლარვის“ გარეშე სხვადასხვა გვერდზე გამოიყენა და კრიტიკის საგნად აქცია.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბაჩო ოდიშარია  გამოეხმაურა და გარკვეული განმარტებები გააკეთა.

„სერიოზული ისტერია აიწია ლიბერალურ ბაბლში კინოცენტრის გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი.

ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად.

ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხომ არ დაიხარჯა ბავშვებზე.

თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მით უმეტეს, არც უკანასკნელად.

რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება.

როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა. ქართული კინოც გაიმართება წელში, ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ, მაგრამ ლიბერალად პოზიცონირებულ ფაშისტებს, მაინც არაფერი ეშველებათ“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მარიამ ნაკანმა ფეხები გამოაჩინა - ფოტოგრაფი მარიამ მეტრეველს დასცინის?

„ძალიან სერიოზულად დამგლიჯა, ორივე ფეხი და ერთი ხელი... სისხლდენა მაქვს ისევ“ - ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე ძაღლმა დაკბინა

23 მაისი აფხაზეთობა და სვიმონ კანანელის ხსენების დღეა