Digest Logo

მარიამ ნაკანმა ფეხების ფოტო „ინსტაგრამზე“ გასთორა - ფოტოგრაფი მარიამ მეტრეველს დასცინის?!

1716456226
მარიამ ნაკანი

მას შემდეგ, რაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის „ფეისბუკგვერდზე“, კანის 77-ე კინო ფესტივალიდან ქართული დელეგაციის ფოტოები გამოქვეყნდა, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბაჩო ოდიშარიას ცოლი მარიამ მეტრეველი, რომელსაც ფეხზე გახდილი ჰქონდა, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა.

საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული კადრი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩანან, „დაბლარვის“ გარეშე სხვადასხვა გვერდზე გამოიყენა და კრიტიკის საგნად აქცია.

ამჯერად ფოტოგრაფმა მარიამ ნაკანმა, რომელიც თბილისში ოპოზიციური აქციების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, „ინსტაგრამზე“ ფეხების ფოტო გაავრცელა, რითაც სავარაუდოდ, მარიამ მეტრეველი „დააკნინა“.