ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, რითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმაურება.
მისი თქმით, ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე დიდი, ემოციურად მხურვალედ დაკავშირებული სახლია და ახლა ჩვენ ამ სახლში ბინაც მოგვაპოვებინა ჩვენმა ნაკრებმა.
„ნახეთ ხომ, როგორ გგვგულშემატკივრობდნენ უცხოელი კომენტატორები? ისიც ნახეთ ხომ, როგორი ზეიმით და სიხარულით დახვდნენ ევროპული გუნდები დაბრუნებულ თავის ქართველ გუნდელ მეგობრებს? რა თქმა უნდა, თამაშის დროსაც თავის მეგობარს გულშემატკივრობდნენ. ამგვარად ხდება მთელი ევროპა ჩვენი სახლი სახალხო დონეზე, რაც მშრალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მყარი და საფუძვლიანი დამკვიდრებაა.
კანდიდატის სტატუსს როცა მივიღებთ, ჩვენ ისედაც, უკვე ევროპული სახლის ნაცნობი და საყვარელი ბინადრები ვიქნებით, რადგან ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე დიდი და ემოციურად მხურვალედ დაკავშირებული სახლია და ახლა ჩვენ ამ სახლში ბინაც მოგვაპოვებინა ჩვენმა ნაკრებმა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ, მიყვარხართ მთელო საქართველო“ - ბუდუ ზივზივაძის მამა