Digest Logo

🎥 „ფეხით დავდივარ ქალაქში, უნდა გავიგო ის პრობლემა, რაც შეიძლება მოქალაქეს აწუხებდეს“ - როგორ შეიცვალა ვარლამ წიკლაურის ცხოვრება მას შემდეგ, რაც იგი ახალციხის მერი გახდა

1789069928
ვარლამ წიკლაური

ვარლამ წიკლაური, პროფესიით ჟურნალისტი, რომელიც მრავალი წელი ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა, დაახლოებით ერთი წლის წინ ქალაქ ახალციხის მერად აირჩიეს. 

აღსანიშნია, რომ იგი სწორედ ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის მხარის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. 

ვარლამ წიკლაური გადაცემის „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო, სადაც მან ქალაქში დაგეგმილ სიახლეებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:

„ყოველთვის ვფიქრობდი, შესაძლოა დავბრუნებულიყავი ჩემს ქალაქში. აქაურობას განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა აქვს, განსაკუთრებულად თბილი ხალხი ცხოვრობს და მათ განსაკუთრებული სიყვარული იციან, თუმცა ის, რომ მე ამ ქალაქში დავბრუნებულიყავი მერად, ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. 

როდესაც მეუღლეს ვუთხარი, ახალციხეში მივდივარ -მეთქი, მითხრა, ალბათ მარტო უნდა წახვიდე? არა, ერთად -მეთქი და ჩამოვედით ოჯახით. მე ჩემი მეუღლე და შვილი უკვე ერთ წელზე მეტია ვცხოვრობთ ახალციხეში. 

არ გამიჭირდა, რადგან მე აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ დაიბადნენ ჩემი მშობლები და მათი მშობლები. იმდენად პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. 

თუ რომელიმე მოქალაქე რამდენიმე დღე არ გამოჩნდება, თვალში გვაკლია და მას ვეძებთ. მე ჩემს ქალაქთან წყვეტა არასდროს დამიკარგავს მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვმუშაობდი.

ემსახურო შენს ქალაქს, ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არაფერია. ტოლერანტობის ძალიან კარგი მაგალითია ახალციხე, აქ ვცხოვრობთ ქართველი და სომეხი ერი, ძალიან მეგობრულად.

ბედნიერი ვარ, როცა ადამიანებს ვაბედნიერებ.

ხშირად დავდივარ ფეხით ქალაქში და რატომ, ადგილზე მე უნდა გავიგო ის პრობლემა, რაც შეიძლება მოქალაქეს აწუხებდეს. ამით ვიგებ რა სჭირდება ჩემს ქალაქს, რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგე ამა თუ იმ ქუჩაზე გადაადგილების დროს“, - ამბობს ვარლამ წიკლაური. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეტყოდა, რა გინდა, ხომ იქ ხარ სადაც გინდოდა? ყოველთვის კმაყოფილი იყო ყველა ჩემი გადაწყვეტილებით, ქმედებებით“ - სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

სანდრო ჩიჩუამ შეყვარებულს ვარდების თაიგული აჩუქა - წყვილის რომანტიკული ფოტოები

🎥 მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის სარეკლამო კამპანიაში - ფოტოები