ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა:
„ჩვენი დედაეკლესია და სარწმუნოებაა საქართველოს უმთავრესი ფუნდამენტი! ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი პატრიარქის, ეპისკოპოსების, დედებისა და მამების ლოცვის შედეგია, რომლებიც განუწყვეტლივ ავედრებენ ღმერთს ქართველ ხალხსა და საქართველოს!
ვიდრე ეს ლოცვა გვაძლიერებს, არ გადავშენდებით! იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ, თქვენს ოჯახებთან ერთად!“, - წერს ირმა ინაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: